ცოტნე დადიანი და კოხტასათვის შეთქმულება
Sunday, April 29, 2012
1. მონგოლნი საქართველოში
მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.
თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია მრავალრიცხოვანი და უმძლავრესი მტერი — მონგოლები. ამ ველურმა ხალხმა მოინდომეს საქართველოს დაპყრობა. მათ მოსთხოვეს ქართველებს, ნებაყოფლობით დაგვიმორჩილდითო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. მაშინ მათი ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქართველთა და მონგოლთა შორის. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს, სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავგანწირულნი იცავდნენ, მედგრად ებრძოდნენ მონგოლებს, ჟლეტდნენ მათ. მაგრამ მტრის სიმრავლის გამო ბოლოს მაინც ძლეულნი იყვნენ. გამარჯვებულმა მონგოლებმა იწყეს მბრძანებლობა საქართველოში და სწრაფად შესცვალეს მისი მდგომარეობა. ქვეყანა სწრაფად გააღარიბეს, თავისუფალს ერს ყმობის უღელი დაადგეს.
მტერს მაინც ეშინოდა ქართველების შეერთებული ძალისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩაეშალა ქართველთა შორის ერთობა და ამით ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაეუძლურებინა და დაემონავებინა. ასეც მოიქცნენ, თავისი წადილი სისრულეში მოიყვანეს. ცდილობდნენ ვერაგობით მტრობა ჩამოეგდოთ და იმერნი და ამერნი ქართველნი ერთმანეთთან შეეჯახებინათ. როცა ასე გააცალკევეს ღვიძლი ძმები და დააუძლურეს, მაშინ მოინდომეს მეფე ჩამოეგდოთ, თვითონ ყოფილიყვნენ პირდაპირი მბრძანებელნი ქართველებისა.
2. კრება მამულიშვილთა
ქართველნი მამულიშვილნი ძლიერ სწუხდნენ, როცა ხედავდნენ ქვეყნის განცალკევებას, უმეფობას, სისუსტეს ერისას და სულ იმის ფიქრში იყვნენ, რა ეღონათ. ბოლოს საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო მამულიშვილებმა მოიხმეს ერთმანეთი და მოახდინეს კრება შუაგულს ადგილას, ახალციხის მახლობლად. ისინი ქვეყნის შველაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ბოლოს, ერთხმად დაადგნენ იმ აზრს, იმ გადაწყვეტილებას, რომ წასულიყვნენ ყველანი თავ-თავიანთ ქვეყანაში, აეჯანყებინათ მცხოვრებნი, მოეკრიფათ საჩქაროდ ჯარები და მოესხათ ისინი ახალციხის ახლოს. აქედან შეერთებელი ძალით უნდა გაელაშქრათ მონგოლების წინააღმდეგ, გაერეკათ ისინი საქართველოდან.
3. დატყვევება ქართველებისა
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტნე დადიანი გაეშურა შორეულს აფხაზეთში, რათა დროზე შეეკრიბა ჯარი და ვადაზე მიესწრო დანიშნულ ადგილას. სხვანი ჯერ ერთად იყვნენ და აჯანყების წესსა და რიგს აწყობდნენ. მაგრამ მონგოლებმა ეს ამბავი შეიტყვეს, უთუოდ სულმდაბალი ჯაშუშების შემწეობით. მათ სწრაფად აფრინეს ცხენოსანი ჯარი ახალციხისაკენ. ეს ჯარი მოულოდნელად თავს დაესხა ქართველ მთავრებს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი აქედან წასვლას აპირებდნენ თავიანთ ქვეყნებში მცხოვრებლების ასაჯანყებლად. ქართველებს თან ჯარი არა ჰყავდათ, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დატყვევებულ იქმნენ ყველანი ერთად. ჩვენები მტერმა წაასხა სამხრეთით, სადაც ბინა ჰქონდა მონგოლთა მბრძანებელს ანუ ნოინს. ნოინი რისხვითა და მუქარით დაუხვდა ქართველებს და მოითხოვდა მათგან, გატყდით ახლავე, რომ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდით და თავმდაბლად ითხოვეთ შეწყნარება, თორემ დიდ სატანჯველს მოგაყენებთო. ქართველები არც გატყდნენ და არც შებრალება სთხოვეს. მაშინ ნოინმა უბრძანა თავის მხლებლებს: გააკავეთ ეს ქართველები, დაატიტვლეთ, ყველას თოკებით შეუკარით მკლავები, წაუსვით ტანზე თაფლი, დასხით პაპანაქება მზეზე და იხრაკებოდნენ, ვიდრე არ გამოტყდებიან და შეწყნარებას არ მოითხოვენო. ეს ბრძანება იმწამსვე შეასრულეს. აუარებელი მწერი დაეხვია მათ ტანზე და სტანჯავდა. მტერს ეგონა, ქართველები მალე შეუშინდებიან წვალებას, თავისავე პირით აღიარებენ თავის ბრალსა და ხვეწნას დამიწყებენო; მაგრამ ამაოდ. გავიდა მრავალი დღე და ქართველთა სიმტკიცე იოტის ოდენადაც არ შერყეულა. ვერც მუქარამ და ვერც მომსყიდველმა დაპირებამ მათ ვერ ათქმევინა ის, რაც უნდოდათ მწვალებლებს.
4. თავდადება ცოტნესი
ამასობაში დადგა ის დრო, როდესაც პირობისამებრ უნდა შეყრილიყვნენ საქართველოს მთავარნი თავიანთი ჯარებით ახალციხის ახლოს; აქ დანიშნულ ვადაზე ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ჯარით, მაგრამ ნაცვლად თავმოყრილი ქართველი ლაშქრისა, მას დახვდა საზარელი ამბავი. მან იმწამსვე მიიღო იმისთანა მაღალი და საკვირველი გარდაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სამაგალითო მამულიშვილს და ყოვლად ღირსეულ ვაჟკაცს. თავისი ლაშქარი მთლად უკანვე აფხაზეთში დააბრუნა, თვითონ კი გასწია ანისისაკენ ორი მოსამსახურით იმ განზრახვით, რომ მისულიყო დატყვევებულ ქართველებთან და ჭირსა და ტანჯვაში მათთან ყოფილიყო.
ცოტნემ გაიარა მესხეთი ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთს და შევიდა სომეხთა დედაქალაქ ანისში. ერთ დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ-შეკრულნი ისხდნენ მზის გულზე და იხრაკებოდნენ. საშინელმა წუხილმა შეიპყრო გმირული გული ცოტნესი, როცა ამისთანა დამამცირებელ მდგომარეობაში ნახა წარჩინებული ქართველნი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძნო, რადგან დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი.
ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; მერე ფიცხლავ გაიძრო თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკებით მკლავები და ჩაჯდა ამ სახით თავის მეგობრებს შორის დაღონებული. როცა ეს ამბავი ნოინს მოახსენეს, იგი საშინლად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი, რად მოვიდა აქ და რად ჩაჯდა გატიტვლებულ ქართველთა შორის. ცოტნემ მიუგო: მე მოვედი იმიტომ, რომ ჩემი ამხანაგები უდანაშაულონი არიან. უდანაშაულოთა დასჯა კი თუ შეიძლება, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო.
ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული აფხაზეთით მოვიდა ეს დიდებული კაცი, რათა თავი დასდოს მეგობრებისათვის, ამიტომ ვენდობი მეც მათ და ვანთავისუფლებ ყველასო.
ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან.
ტყვეობიდან დაბრუნებულნი ქართველნი შეუდგნენ ქვეყნის გაძლიერებას, დაამყარეს ამერთა და იმერთა შორის ძმური კავშირი და ერთობა, და განდევნეს თავისი ქვეყნიდან მონგოლნი.
ამბავი ცოტნე ბატონიშვილისა ყველასთვის საინტერესო და ისტორიაში ერთ-ერთი სამაგალითო ამბავია, რაც მთავარია ეს არ არის ლეგენდა, ეს რეალური ფაქტია რაც მიუთითებს ცოტნე დადიანის დიად სულზე და გმირულ ხასიათზე ...
ცოტნე დადიანი – ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, რომელმაც შთამომავლობას გმირობისა და ერთგულების მაგალითი მისცა, მოღვაწეობდა XIII საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმესი განსაცდელის წინაშე იდგა და როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყვარულით გულანთებული მამულიშვილები. „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ –ასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი „ასწლოვან მატიანეში“ და დასძენს, „პატივოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი“.
1235 წელს საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. რუსუდანმა მათთან დაზავება გადაწყვიტა, მითუმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მეთაურობით ბათო–ყაენთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. 1243 წელს დაიდო ზავი, საქართველო „ოქროს ურდოს“ მფლობელობაში მოექცა. ზავის თანახმად, სამეფო ხელისუფლება ქვეყანაში ხელუხლებლად რჩებოდა, მეფობის პრეტენდენტს ყაენი ამტკიცებდა. ქართველებს უნდა გადაეხადათ ხარკი – 50 ათასი პერპერა, საჭიროების შემთხვევაში კი მონღოლთა მხარეზე საბრძოლველად სამხედრო ძალა უნდა გამოეყვანათ. ზავის დადების შემდეგ რუსუდანმა თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა, ყაენთან გააგზავნა მეფედ დასამტკიცებლად. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა და დაიწყო უმეფობის ხანა. ტახტის მემკვიდრე დავითი ჯერ კიდევ არ იყო ურდოდან დაბრუნებული. მონღოლებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და საქართველო, მონღოლური წესის მიხედვით, დუმნებად დაყვეს. დუმნისთავობა დამპყრობლებმა ცნობილ ქართველ დიდებულებს: ეგარსლან ბაკურციხელს, შანშე მხარგრძელს, ყვარყვარე ჯაყელს, გრიგოლ სურამელს, ცოტნე დადიანს და სხვებს უბოძეს.
მონღოლთა ბატონობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, მათ საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს.
შეთქმულები ჯავახეთში, კოხტასთავზე შეიკრიბნენ: „დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი შეკრებისა“. შეკრების ადგილად რკინის ჯვარი, სამცხესა და ღადოს შორის არსებული ტერიტორია დასახელდა. თათბირი დასრულდა თუ არა, პირველებმა კოხტასთავი დატოვეს ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერის ძემ, რომელთაც ყველაზე დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. ისინი იმერეთ–აფხაზეთსა და რაჭა–თაკვერში უნდა გადასულიყვნენ და ლაშქრის შეგროვების შემდეგ, დანიშნულ დროზე რკინის ჯვარზე გამოცხადებულიყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაცამ გასცა შეთქმულები –მოულოდნელად მონღოლთა ჯარები, ბიჩოისა და ანგურგის სარდლობით, თავს დაესხნენ ქართველ დიდებულებს, შეიპყრეს და ანისის ქვეყანაში, იმ ადგილას წაიყვანეს, რომელსაც „შირავაკანი“ ერქვა. მონღოლთა მთავარმა ნოინმა, ჩარმაღანმა, რომელიც ნდობით ეპყრობოდა ქართველებს, იუცხოვა მათი ღალატი და გაკვირვებული შეუდგა დაკითხვას.
შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ აჯანყების განზრახვა არ ჰქონიათ. მონღოლებმა მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.
ამასობაში ციხის–ჯვარში შეხვედრის დროც დადგა. ცოტნე დადიანი თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, „მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა“. ანისში ცოტნემ იხილა რა სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ.
მონღოლებს არ დასჭირვებიათ ეკითხათ, ვინ იყო ამ უცნაური საქციელის ჩამდენი, ჟამთააღმწერლის ცნობით, მას, „კაცსა კეთილსა და სრულს“ ყველა ძალიან კარგად იცნობდა. ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. „ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, – უპასუხა ცოტნემ. ამ პასუხით ყველა სახტად დარჩა. ცოტნე დადიანის თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, განსაკუთრებით ჩაღატა ნოინზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს. „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ“, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.
1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
საქართველოში ყველამ იცის ცოტნე დადიანის ამბავი, მისი გმირობა რწმენის, სიყვარულისა და თავდადების მაგალითია. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა ხობის უძველეს ტაძარში შემორჩენილია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა, ხოლო ქ. ფოთში დგას მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ცოტნე დადიანის ძეგლი.

ცოტნე დადიანი (დ. ? - გ. დაახლოებით 1260), საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი; უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულება (დაახლოებით1245), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები ყველაფერს უარყოფდნენ. გამოტეხის მიზნით მათ თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა). ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველების ნათქვამში, რომ ისინი აჯანყების მოსაწყობად კი არ შეიკრიბნენ, არამედ სათათბიროდ, რათა შეწერილი ხარკის აკრეფის საკითხი გადაეწყვიტათ. მონღოლებმა ქართველი პატიმრები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაუყენეს. ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისათვის კი ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.
Subscribe to:
Posts (Atom)